რელიზები
25.05.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძველი თბილისის რეაბილიტაზიის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძველი თბილისის რეაბილიტაზიის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტმა ძველი ხიდის და ძველი თბილისის ბრწყინვალების აღსადგენად კონკურსი თავად გამოაცხადა. მისი თქმით, მომავლი წლისათვის ძველი თბილისი და, კერძოდ, ეს ადგილი ისე უნდა განვითარდეს, რომ ტურისტულ ცენტრად იქცეს.
„მომავალ წელს უნდა აღდგეს „ვირის ხიდი" თავისი მაღაზიებითა და კაფეებით, რათა უცხოელები ჩვენი ქვეყნის სილამაზით დატკბნენ. საქართველოში ტურიზმის განვითარებას ალტერნატივა არა აქვს" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური