Google+

რელიზები

01.06.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზაფხულო ბანაკების გახსნას დაესწრო

დღეს ვარციხის სამთავრობო რეზიდენციის ეზოში ბაღდადის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დაპარტამენტის მიერ ორგანიზებული ბანაკი "პატრიოტი" საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტი ვარციხეს ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა „პატრიოტის" სპეციალური უნიფორმა მოირგო და ბანაკი დაათვალიერა. ბავშვებმა ქვეყნის პირველ პირთან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და სტუმრებისათვის კონცერტი გამართეს.

მთელი ზაფხულის მანძილზე 450 ბავშვის განკარგულებაში საცურაო აუზი, კარვები და სხვა გასართობი საშუალებები იქნება. მიხეილ სააკაშვილი ბანაკის კათილმოწყობით კმაყოფილი დარჩა.

ბაღდადის რაიონიდან საქართველოს პრეზიდენტმა ბაკურიანში გადაინაცვლა,სადაც ანალოგიური ბანაკის გახსნას დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საზაფხულო ბანაკებში 15 ათასამდე მოზარდი დაისვენებს და სავარაუდოდ, მათი რაოდენობა მომავლი წლისთვის ორჯერ გაიზრდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)