რელიზები
02.06.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაზალეთზე კიდევ ერთი პატრიოტული ბანაკი გახსნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესამე ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკი ბაზალეთზე გახსნა. პრეზიდენტთან ერთად იქ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ბაზალეთის ტბაზე იქ მყოფ ახალგაზრდებთან ერთად ნავით გაისეირნა და საკმაოდ კმაყოფილი დარჩა, რადგან მისი თქმით, ახალგაზრდები დასვენებასთან ერთად ბევრ სასარგებლო საქმითაც დაკავდებიან. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ახალგაზრდები დილის 8 საათიდან სერიოზულ რეჟიმში იმყოფებიან, სწავლობენ ცურვას, ყვინთვას, ნავის ტარებას, სიმღერებს და, რაც მთავარია, მეგობრობას. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ბანაკში გატარებული დღეები თითოეული აქ მყოფისათვის დაუვიწყარი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური