Google+

რელიზები

21.06.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით დანიშნულ ცამეტ ახალ მოსამართლეს შეხვდა. მათ დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადეს. მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ მათი შერჩევა ყოველგავარი პროტექციის, კორუფციის გარეშე, ობიექტური კრიტერიუმებით მოხდა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რევოლუციის შემდეგ, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ჯერ კიდევ აღინიშნებოდა, ბოლო რამდენიმე თვეში კი, მსგავსი მოვლენები აღარ ფიქსირდება.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლის მინიმალური ხელფასი წლის ბოლოსათვის 800 დოლარამდე, ხოლო ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეებისათვის 200 დოლარამდე გაიზრდება.

პრეზიდენტმა პოლიციის წარმატეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მოსამართლეების მუშაობის მთავარი ქვაკუთხედია. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლის საქმეში არანაირი შესუსტება არ იქნება მანამ, სანამ იგი ქვეყნის პრეზიდენტია. „კორუფციასთან ბრძოლით ბევრი მტერი გავიჩინე, მაგრამ მე ასეთი მტრების არ მეშინია, ჩემი პრინციპია- ნაძირალა სჯობს გვერდზე იყოს, მთავრი კი- ქართული საზოგადოება და კანონის უზენაესობაა"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ქრთამის აღების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა სათანადოდ დაისჯება.

„ხელისუფლება, რომელიც გასვრილია, ვერასოდეს ვერ მოთხოვს თავის დაბლა მდგომ პირს პასუხს, ჩვენ შეგვიძლია ვდევნოთ, პასუხი მოვთხოვოთ მათ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ სუფთები ვართ"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უკვე ისწავლა კანონის, თავისი უფლების და ღირსების დაცვა. საზოგადოებამ რევოლუციის დროს ხელისუფლებას აწავლა რას ნიშნავს მისი კონტროლი და ასწავლის ყოველდღიურად მანამ, სანამ არ მიხვდება რომ მთლიანად მასზეა დამოკიდებული".

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი საზოგადოება იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, სადაც „სამართლი ჭამს პურს". „თუ ასეთი საზოგადოება აშენდება, ჩვენი შვილები და ჩვენი შვილიშვილები იქნებიან ბედნიერები, ეს შანსი არ უნდა დავკარგოთ, მე ამაში ჩვენი საზოგადოების იმედი მაქვს. ეს ის საზოგადოებაა, რომელიც საქართველოს გააერთიანებს.

ჩვენ შევძლებთ ერთად სისუფთავის, წესიერების და სამართლიანობის დაცვას"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)