რელიზები
05.07.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონფერენციაში - “საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით” - მონაწილეობას მიიღებს
10-11 ივლისს ბათუმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით". კონფერენცია 10 ივლისს გაიხსნება და მის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური