Google+

რელიზები

13.07.2005
მიხეილ სააკაშვილმა მაღალჩინოსანთა გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაღალჩინოსანთა გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის მერს ზურაბ ჭიაბერაშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიგი უგულავა შეცვლის.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ევროსაბჭოში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ.

ამასთანავე პრეზიდენტმა დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, პარლამენტარი გიორგი არველაძე დროებით შეითავსებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)