Google+

რელიზები

09.09.2005
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სტიპენდიანტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის სტიპენდიანტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა კონკურსის ობიექტურობასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ წელს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაიხარჯა რამოდენიმე ათეული დოლარი საზღვარგარეთ საუკეთესო ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად.

პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფოს მთავარი მიზანი არის ის, რომ განათლებული ადამიანი არ დაიჩაგროს და მათი რესურსები კარგად იყოს გამოყენებული. „იწყება პერიოდი იმისა, რომ ადამიანი თავისი შრომით აღწევს შედეგს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იქნებით ამ ქვეყნის ხვალინდელი მმართველები"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)