Google+

რელიზები

09.09.2005
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო კანცელარიაში ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის უდიდესი ნაწილი ეკონომიკურ საკითხებს დაუთმო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი მაშტაბური მშენებლობები არ განხორციელებულა,ამის მიზეზი საქართველოში ინფრასტრუქტურის წარმატებული განვითარებაა. „მომავალი წლის ბოლოსათვის არ იქნება არცერთი რაიონი, სადაც არ იქნება ნორმალური გზა"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ენერგეტიკის პრობლემებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ცვლილელები წინსვლისაკენ შეინიშნება. მისი თქმით, გადახდის პირობებში, საქართველოს ყველა რეგიონში, 24 საათიანი ელექტოროენერგიის მიწოდება შესაძლებელი იქნება. თუმცა, დაზიანებული სისტემის გამო, ავარიებიც არ გამორიცხა.

მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტის ზონებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა საქართველოს გამთლიანებაა, ხოლო პირადად მისი ცხოვრების მიზანი - აფხაზეთის დაბრუნება.

მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში მედიის ზეწოლის ფაქტებზეც ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის გარეშე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები შეუძლებელია. „თუკი ვინმემ გაბედა რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება მედიაზე, ჩემზე მეტი მტერი მას არ ეყოლება. ეს არის პირადად ჩემს პრეროგატივებზე, იდეალებზე და ავტორიტეტზე თავდასხმა"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სამთავრობო ცვლილებებსაც გამოეხმაურა. მან იუშენკოს გადაწყვეტილებას გაბედული ნაბიჯი უწოდა და იმედი გამორთქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არანაირად არ აისახება უკრაინა- საქართველოს ურთიერთობებზე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)