Google+

რელიზები

21.09.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალში 20 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში გამართული აღლუმი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უხეში გამოწვევა და პროვოკაცია იყო. მიხეილ სააკაშვილმა რუსეთიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან ჩასულმა ყველა სტუმარმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია. როგორც პრეზიდენტმა თქვა, აღნიშნულ ფაქტს საქართველოს მხრივ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს მოქალაქეა და მათი უსაფრთხოების დაცვა პირადად ჩემი ღირსების საკითხია. იქ მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად საქართველოს ხელისუფლება მზად არის ჩართოს ეუთო და გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს. თუმცა ყველანაირი ინციდენტი და პროვოკაცია იმ ხალხის სინდისზეა, რომელიც თვეების განმავლობაში, ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების პასუხად, შეხვედრაზეც კი უარს ამბობს. მოლაპარაკებებზე ლაპარაკიც ზედმეტია", - განახცადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)