რელიზები
27.09.2005
მიხეილ სააკაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსერვატორიაში მცირე დარბაზის გახსნის ცენემონიას დაესწრო. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ქართველები და აფხაზები უნდა შერიგდნენ, ეს არის მთავარი კონფლიქტის მშივიდობიანი დარეგულირებისათვის. "აფხაზეთის ომში დამარცხდნენ აფხებიც და ქართველებიც. პირველად ამ წლების განმავლობაში სოხუმში მჯდომმა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყეტილება - არ აღენიშნა აღლუმით 27 სექტემბერი. ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება ის, როცა ჩვენ სოხუმში ქართველების და აფხაზების შერიგებას აფხაზებთან ერთად ავღნიშნავთ. ეს იქნება საზეიმო დღესასწაული"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური