Google+

რელიზები

16.10.2005
მიხეილ სააკაშვილმა ლიკანში რეზერვისტები დააჯილდოვა

დღეს ლიკანში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურიის რეგიონში სტიქიური უბედურებების დროს მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისათვის ეროვნული გვარდიის მე-12 ბატალიონის რეზერვისტები ორდენებით, ფულადი პრემიებითა და მადლობის წერილებით პირადად დააჯილდოვა. სტიქიური უბედურების დროს სალიკვიდაციო სამუშაოებისას გამოჩენილი გმირობისათვის მიხეილ სააკაშვილმა გურიის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეს ირაკლი გორგაძეს ღირსების ორდენი გადასცა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს, მთავრობამ ხალხს აჩვენა, რომ ქვეყანას ჰყავს პატრონი და ეს არის სახელმწიფო. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ლენტეხში ყველა ძირითადი გზა და ხიდი აღდგენილია, კომპენსაციები კი - გადახდილი, იგივე მოხდება ოზურგეთშიც. „მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო რეზერვისტთა გმირობა. ეს ხალხი ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყნის ღირსების აღსადგენად მთავარია თავისუფალი არჩევანი, რაც ადამიანის ცხოვრებას აზრს და მნიშვნელობას აძლევს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)