რელიზები
20.10.2005
მიხეილ სააკაშვილი ყაზახური ბანკის“ტურან ალენის“ წარმომადგენელს შეხვდა
ყაზახური ბანკი „ტურან ალენი" ფულის დაბანდებას მხოლოდ თბილისში არ აპირებს. დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბანკის წარმომადგენელი მიიღო. ყაზახური მხარე ინვესტიციების ჩადებას აჭარაშიც აპირებს. ყაზახური ბანკი ტურისტული ქსელის და ნავთობგადამამუშავებელი სექტორით არის დაინტერესებული, ამ მიზნით „ტურან ალენი" საქართველოში ხუთი მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის დაბანდებას აპირებს. ბანკი უკვე მონაწილეობს სასტუმრო „ივერიის" რეკონსტრუქციაში. „საქართველო ყახაზური ბანკის მიერ ჩადებული ინვესტიციებით გარდაიქმნება და მომავალ წელს იგი შეძლებს გაცილებით მეტი ტურისტის მიღებას.- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური