რელიზები
21.10.2005
სარფში ჩატარებული სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის ბრიფინგის თემა გახდა
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რეგიონალური საბაჟო დასავლეთის გამშვებ პუნქტ სარფში დიდძალი ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა მებაჟეთა ცვლის სრული შემადგენლობა.
მიხეილ სააკაშვილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს და ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს ურჩევს ისე მოიქცეს, რომ სამუშაო ოთახიდან საკანში არ აღმოჩნდეს. „საქართველოში კორუფცია აღარ იქნება. დღეს სახელმწიფო სამსახურში ხელფასები მაღალია ამ მხრივ კარგი პირობებია, საქართველოს ციხეებში კი, ყველაზე ცუდი პირობები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური