Google+

რელიზები

04.11.2005
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს ბაირამობა მიულოცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი აბანოთუბანში მეჩეთში მივიდა, საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს ბაირამობა მიულოცა და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა მეჩეთში შეკრებილებთან საუბრის შემდეგ ქვემო ქართლის რწმუნებულს მარნეულში კლუბად გადაკეთებული ერთ-ერთი მეჩეთის აღდგენა დავალა. პრეზიდენტმა აზარბაიჯანში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაბურა, იგი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანელი ხალხი გონივრულ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ქვეყნის განვითარებას წაადგება. "საქართველოს სახელით აზარბაიჯანელ ხალხს გამარჯვებას ვუსურვებ, ვინიდან აზარბაიჯანში სტაბილურობა, მშვიდობა და აზერბაიჯანის თავისუფლება საქართველოს თავისუფლებისათვის მნიშვნელოვანია, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის, ეს თქვენთვის და ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროცესია " - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)