Google+

რელიზები

16.11.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა. ვიზიტი მან ხობიდან დაიწყო, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადგახსნილი ოფისი მოინახულა, ხოლო შემდეგ, ქალაქის ცენტრში სკვერი და საჭიდაო მოედანი გახსნა.

მიხეილ სააკაშვილი ხობიდან წალენჯიხაში გაემგზავრა და თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს ახლადშეკეთებული მონაკვეთის გახსნას დაეწრო. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალ გზაზე ავტორალი გაიმართა. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა, ყველას ერთად აფხაზეთში აუცილებლად ჩაგვიყვანს. საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა პირადად ჩემთვის და ყველასათვის უმთავრესი მიზანია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვარდების რევოლუციამდე მიცემული დანაპირებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეგიონში გზებისა და სკოლების მშენებლობა კვლავაც გაგრძელდება. მისი თქმით, აქ ხალხმა, საწარმოების გახსნა უნდა დაიწყოს, რისთვისაც მათ ელექტოენერგიით უზრუნველყოფას დაპირდა. "ამას გზები, ელექტროენერგია და განათლება სჭირდება და ყოველივე ეს სამეგრელოში ძალიან მაღალ დონეზე იქნება", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)