რელიზები
05.12.2005
მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი უფასო სასადილო გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი უფასო სასადილო გახსნა. პრეზიდენტის პროგრამით უმწეოთათვის სასადილო დღეს თემქის დასახლებაში გაიხსნა, ის დაახლოებით 200 მოხუცს ერთდროულად მოემსახურება. სასადილოებზე შეფობის აღება მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებს დაავალა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თემქაზე სასადილოს გახსნის ცერემონიალს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ნაციონალური მოძარაობის ლიდერები დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური