რელიზები
19.12.2005
საქართველოს პრეზიდენტს ვაჟი შეეძინა
ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში საქართველოს პირველ ლედის სანდრა რულოვსს ვაჟი შეეძინა.
საქართველოს პრეზიდენტი მეუღლის მშობიაროაბას თავად დაესწრო. მისი თქმით, სასწაულია, რომ ბავშვი ნიკოლოზობის დღესასწაულზე დაიბადა. მიხეილ სააკაშვილმა ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და ქართველ ერს გამრავლებისკენ მოუწოდა.
მისი განცხადებით, ბავშვს ბაბუის, პრეზიდენტის მამის საპატივცემულოდ ნიკოლოზს დაარქმევენ. "ახალშობილი ბედნიერ და ერთიან საქართველოში იცხოვრებს", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური