რელიზები
25.01.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთ უფასო სასადილო გახსნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლეონიძის 11 ნომერში კიდევ ერთი უფასო სასადილო გახსნა, რომელიც დღეში 500 კაცს მოემსახურება.
სოციალურად დაუცველთა ცენტრში პრეზიდენტთან ერთად მისი ადმინისტრაციის უფროსი, თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატებიც მივიდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა დაზიანებულ გაზსადენთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა აღდგენით სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვა მოითხოვა და გაზსადენზე სამუშაოების შეფერხების გამო რუსული მხარე გააკრიტიკა. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ყველა რესურს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დაუცველ საზოგადოებას, რომელმაც ასეთი დარტყმა მიიღო გვერდში დავუდგეთ"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური