რელიზები
02.02.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გერმანიაში ვიზიტი გრძელდება და მან ოფიციალური შეხვედრები გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის ფედერალურ მინისტრებთან დაიწყო. მოლაპარაკებები საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს - უმოკლეს პერიოდში ევროპის კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას დაეთმო. ასევე, საუბარი ქართულ-რუსული ურთიერთობის საკითხსაც შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური