Google+

რელიზები

12.04.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პეკინში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პეკინში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში პრიორიტეტულ თემებზე ისაუბრა. მხარეები სახელმწიფო ვალის დაფარვის საკითხზეც შეთანხმდნენ. ჩინეთისადმი დავალიანება 3 მილიონ დოლარს აღემატება. ოთხასი ათასს საქართველო ფულადი სახით დააბრუნებს, დანარჩენი კი, 2005 წელს გაცემული გრანტის ხარჯზე ჩამოეწერება.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ჩინეთის პრემირ-მინისტრ ბატონ ვენ ძია ბაოს შეხვდა, რის შემდეგაც ქართველი ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა, სადაც ახალი ინიციატივების შესახებ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ქართული ღვინის ექსპორტს უცხოეთის ახალ ბაზრებზე კურირებას გაუწევს. „მე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს დავავალე ღვინოსთან დაკავშირებულ საკითხებს შიდა ბაზარზე და დსთ-ს სივრცეში კურირება გაუწიოს; ეს იქნება მისი ძირითადი ამოცანა, სანამ რუსეთის ემბარგო მოიხსნება. მე ასევე დავავალე თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ქართული ღვინის ახალ უცხოურ ბაზრებზე გატანა"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მეორე ინიციატივის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხვმოსავლიანი ჯიშების შესაძენად თანხების გამოყოფის შესახებ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)