Google+

რელიზები

04.05.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, ორმხრივი ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ამას გარდა, პრეზიდენტების საუბრის თემა ენერგეტიკის სფეროს, რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საპარლამენტო კოალიციისა და მთავრობის ფორმირების პროცესით დაინტერესდა. როგორც ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, უკრაინას ახალი მთავრობა ივნისში ეყოლება.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაისის დამლევს კიევში დაგეგმილ სუამის სამიტზე მონაწილეობას მიიღებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)