Google+

რელიზები

05.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ-რუსული ურთიერთობის თაობაზე კომენტარი გააკეთა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ-რუსული ურთიერთობის შესახებ კომენტარი გააკეთა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ იმ ხალხს, ვისაც შეშინებული საქართველოს ნახვა სურს, სიმტკიცე უნდა ვაჩვენოთ და არა სისუსტე. მისი თქმით, ეს არა მარტო საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, არამედ მთელი ქართველი ხალხის.

"ქართველმა ხალხმა მათ ნათლად დაანახა, რომ შანტაჟის არ ეშინია. რუსეთთან ჩვენ კეთილმეზობლური და თანასწორი ურთიერთობა გვსურს. დღეს ჩამოვედი ლიტვიდან, რომელმაც ეს გზა1990-იან წლებში გაიარა. ამ გზას დღესდღეობით ჩვენ ვადგავართ. ლიტვის მიმართაც მსგავსი ზემოქმედება ხორციელდებოდა, მაგრამ დღეს, რუსეთთან შედარებით, ის 3-4-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. ლიტველმა ხალხმა ყველაფერს გაუძლო, ერთ მუშტად შეიკრა და შედეგსაც მიაღწია. სირთულეების ჩვენთვის უფრო ადვილი დასაძლევია, რადგან გარკვეული ბაზისი, ეკონომიკური საფუძველი უკვე შევქმენით. ლიტვასთან ამ "ენით" ადვილად ვეღარ ილაპარაკებენ, ეხლა ჩვენ გვცდიან. ყველა თავმოყვარე ერს ყველანაირი მუქარა და ზემოქმედება მხოლოდ კონსოლიდაციას საფუძველს უქმნის. საქართველო რომ თავმოყვარე ერია, ამაში რუსეთის არც ერთ პოლიტიკოსს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს. ასეთ ერთან დაყვავებით, მეგობრობითა და ტკბილი საუბრით ბევრად უფრო ადვილია ურთიერთობა და ამაზე ჩვენ უარი არასოდეს გვითქვამს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)