Google+

რელიზები

23.05.2006
სუამ-ი საერთაშორისო ორგანიზაცია გახდა

დღეს კიევში, სუამ-ის სამიტზე საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას პრეზიდენტებმა დამფუძნებელ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, სუამ-ს საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ახალ სტრუქტურას კი სახელად "დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისათვის" დაერქვა.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ორგანიზაციის მთავარი შტაბბინა კიევში იქნება. შეიქმნება სუამ-ის ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც ტერორიზმთან საბრძოლველად ერთიან სისტემას შეიმუშავებს. დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს.

"ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეპოქაში, რომელშიც უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესეს, ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შემოვიღეთ, რაც თითოეული ქვეყნისთვის, მათი მოსახლეობისთვის, მწარმოებლებისა და ექსპორტიორ-იმპორტიორთათვის მომგებიანი იქნება. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ საერთაშორისო კრიმინალის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, დღევანდელი სამიტით დაიწყო ახალი სივრცის ფორმირება, რაც აუცილებლად წარმატებით დასრულდება. რაც შეეხება რუსეთში ღვინის ბლოკადას, საქართველოსა და მოლდოვას პრეზიდენტები აცხადებენ, რომ პრობლემა ცივილიზებულად უნდა მოგვარდეს.

სამიტის დასასრულს, სუამ-ის სახელმწიფოთა მეთაურებმა განაცხადეს, რომ "გაერთიანება, რომელმაც დღეს საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო, ყველა მსურველისთვის ღიაა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებისთვის შეიქმნა".

დღევანდელ ისტორიულ სამიტთან დაკავშირებით, საფოსტო მარკა და კონვერტი გამოიცა, რომელზეც ოთხივე ქვეყნის პრეზიდენტმა საკუთარი ხელმოწერა დასვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)