Google+

რელიზები

24.06.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში რამდენიმე ობიექტი გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარას ეწვია. ბათუმში ის დღეს რამდენიმე ობიექტის გასხნას დაესწრო. პირველ რიგში მან შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად პოლიციის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა. სამართალდამცველებს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა: „ისეთ შენობებს, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ არსად არ აშენებენ, არც გერმანიაში, არც ჰოლანდიაში, არც ამერიკაში და არსად მთელ ევროოპაში. ეს არ არის ტრაბახი, ჩვენ ყველაზე საუკეთესოს ვაკეთებს, რადგან ძალზე ჩამოვრჩით, 15 წელი დავკარგეთ, ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა ჯერ კიდევ, მაგრამ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ კარგად"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თურქულ კომპანიაში „ქართული ტექსტილი" იმყოფებოდა, სადაც ორასამდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს აჭარაში კიდევ რამდენიმე ასეთი ობიექტის გახსნა და ადამიანების დასაქმება დაავალა. „ქართულ ტექსტილში" დამზადებული ტანსაცმელი არა მხოლოდ თურქეთსა და საქართველოში, არამედ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იყიდება. „აჭარაში თურქული კაპიტალი იმიტომ მოდის, რომ თქვენი ხალხი არის მშრომელი, კულტურული და ჭკვიანი"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)