რელიზები
27.06.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნებს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალციხის რაიონში მდებარე ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე გაერთიანებულ სამხედრო სწავლების - 'კავკასიონი 2006-ის' სამხედრო წვრთნებს თავდაცვის მინისტრ ორაკლი ოქრუაშვილთან ერთად დაესწრო, შეიარაღებული ძალების მომზადების დონე შეამოწმა და საჩვენებელ ოპერაციებსაც დაესწრო. „კავკასიონი 2006-ის" ფარგლებში სამხედრო წვრთნას საქართველოს შეიარაღებული ძალების 8,000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაივლის.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური