Google+

რელიზები

17.09.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლადგახსნილი სკოლები მოინახულა

სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა ახალი და განახლებული სკოლები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა განათლების მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად დიდი დიღმის სკოლა გახსნა, რომელიც კომპიუტერული ტექნიკით არის აღჭურვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილისის ცენტრალურ უბნებთან ერთად, გარე უბნებსაც დიდი ყურადღება მიექცევა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა გორში და საგარეჯოში განახლებული სკოლების საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზები და კომპიუტერული კაბინეტები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილია იმით, რომ

საქართველოში სკოლების უმრავლესობა განახლებული შეხვდება მოსწავლეებს. მისი თქმით, წელს საქართველოში დაგეგმილის მეოთხედი გაკეთდა. „2008 წლის ბოლოსათვის საქართველოს სკოლების უმრავლესობა იქნება ისეთივე, როგორიც ეს წარმატებულ ქვეყნებშია"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)