Google+

რელიზები

18.09.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერთან და განათლების მინისტრთან ერთად თბილისის 1 ექსპერიმენტულ სკოლაში მივიდა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა. ეს ის სკოლაა, სადაც მიხეილ სააკაშვილი 33 წლის წინ პირველ კლასში მივიდა. პირველ სკოლაში დღეს პირველი ლედი და პატარა ნიკოლოზ სააკაშვილიც იმყოფებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „2008 წლისთვის საქართველოში ისეთი სკოლები იქნება, როგორიც აშშ-ში, გერმანიაში, ჩეხეთში, ჰოლანდიაში, და პოლონეთშია, რადგან ჩვენი ბავშვები ამას იმსახურებენ. ყველა დედას უნდა, რომ მისმა შვილმა კარგი განათლება მიიღოს. ჩვენ შევძლებთ ამის საშუალება ყველა ბავშვს მივცეთ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში ჩაფრინდა, სადაც 140 წლის წინ დაფუძნებული I საჯარო სკოლა მოინახულა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ახალგარემონტებულ სკოლაში პრეზიდენტმა საკლასო ოთახები დაათვალიერა და სპორტული მოედანიც გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა იმ პედაგოგებს მიმართა, რომლებიც აფხაზეთში ქართულ სკოლებში ასწავლიან. „აქედან რამდენიმე კილომეტრში არის სკოლები, რომლებსაც საკუთარ ენაზე სწავლა-განათლების მიღებას უკრძალავენ. მინდა ვუთხრა გალში დარჩენილ ქართველებს: ნუ გეშინიათ ბავშვებო, ისწავლეთ ქართულად, ვინაიდან ეს ოკუპაციის რეჟიმი დროებითია და მალე დასრულდება. თქვენი ენა, კულტურა და გჭირდებათ. თქვენ უნდა შეინარჩუნოთ და შეეცადოთ თქვენი ისტორიის სწავლას" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)