რელიზები
19.09.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც იგი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური