რელიზები
22.09.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხავიერ სოლანასა და ჯონ ბოლტონს შეხვდა
ნიუ-იორკში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელს ჯონ ბოლტონს, ასევე ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს ხავიერ სოლანას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატოსთან ინტეგრაცია და გაყინული კონფლიქტები იყო.
საქართველოს ნატოსთან ინტენსიურ დიალოგზე გადასვლას ჩრლილო ატლანტიკური ალიანსმა მხარი დაუჭირა, რაც საქართველოს ჩრდილო-ატალანტიკურ ალიანსთან მჭიდრო ურთიერთობას გულსხმობს. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო დაპირების შესრულებას, ასევე სერიოზულ და ისტორიულს ნაბიჯს უწოდებს. საქართველოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის შემდეგ ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის პროგრამა, ნატოში გაწევრიანების შეუქცეველ პროცესს ნიშნავს - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. „ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გარღვევა დიდი პროგრესისაკენ. ახლა საქართველოს ერთიანობა და სტაბილურობა ყველაზე მეტად სჭირდება" - განაცხადა საქართველოს პრზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური