Google+

რელიზები

27.09.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზემო აფხაზეთში გაემგზავრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზემო აფხაზეთში ჩავიდა. მასთან ერთად კოდორის ხეობაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ქალაქის მერი გიგი უგულავა გაემგზავრა.

საქართველოს პრეზიდენტმა კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში ორი თვის წინ დაწყებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახლადაშენებული შენობა გახსნა, სადაც აფხაზეთის მთავრობა განთავსდება. მიხეილ სააკაშვილმა აჟარაში 13 წლის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილი ყვავილებით შეამკო, სოფელ გენწვისში ახალი სკოლა მოინახულა. მისი ინიციატივით, იქ კინოთეატრი აშენდბა, ხოლო ზემო აფხაზეთი ოცდაოთხი საათის განმავლობაში განათებული იქნება.

დღესვე კოდორის ხეობაში აფხაზეთის მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობას პატრიარქმა ილორის წმინდა გიორგის ხატი გადასცა. უწმინდესის და უნეტარესის ინიციატივით, ჩხალთაში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დაიდებს ბინას. საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე ჩხალთაში ხელოვნურსაფარიანი მინდორი დაათვალიერა, სადაც რეზო ადამიას სახელობის სათხილამურო სკოლას ჩაუყარა საფუძველი.

ჩხალთაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აფხაზ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გადარჩენა ერთიანი საქართველოს სივრცეშია შესაძლებელი.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას პირველად მიმართა კოდორის ხეობიდან.

'ჩვენ აქ ვართ ზემო აფხაზეთში, სოხუმთან ახლოს და აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ, აფხაზეთში დაბრუნება მალე მოხდება, მხოლოდ მშვიდობიანი გზით".

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ხალხს, ვინც ზემო აფხაზეთის აღმშენებლობაშია ჩართული.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)