Google+

რელიზები

05.10.2006
საქართველოს პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

მინდა მოგესალმოთ ყველას!

მივესალმო ქართულ საზოგადოებას, დამსწრე ჟურნალისტებს, ჩვენს აქტივისტებს!

ამ დროისათვის ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები ცნობილი გახდა. წინა გამოცდილებით, ეს არის საარჩევნო შედეგების ყველაზე აკურატული აღწერა, თუმცა არა საბოლოო. ამიტომ მე მაქვს ბედნიერება, გამოვაცხადო, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მთელ საქართველოში 20006 წლის ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მინდა ვთქვა, რომ იმ წინასწარი ციფრებით, რომელიც ჩვენ გვაქვს ეს არი პირველი პლურარისტული არჩევნები სრული მოცულობით ადგილობრივი თვითმართველობის საქართველოში.

ამ ადგილობრივ არჩევნებზე ბევრად მეტი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე უახლეს ისტორიაში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე. მთელ რიგ ქალაქებში არჩევნებზე მისვლის ყველა რეკორდი მოიხსნა.

იმ მონაცემებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საქართველოს მაშტაბით, მას შემდეგ რაც ჩვენი პარტია ხელისუფლებაშია, 2004 წლის მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მაშტაბით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაცილებით მეტი ხმა აიღო, ვიდრე იმ არჩევნებზე, რომელმაც ის 2004 წელს ხელისუფლებაში მოიყვანა.

ეს არის პასუხი იმ სკეპტიკოსების და ჭორიკნების მისამართით. აქ თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, ხალხმა უფრო მეტად მოგვცა ხმა ვიდრე ადრე, ეს არის პასუხი მთელი მსოფლიოს დასანახად. ეს არის ქართველი ხალხის მიერ გაცემული პასუხი.

მიუხედავად ყველანაირი სიბინძურისა, რაც ჩვენს ოჯახებს, პირადად ჩვენ მოგვაყარეს ჩვენმა ოპონენტებმა, ჩვენ ჩავატარეთ სუფთა არჩევნები. ამომრჩევლებმა მათ მიუჩინეს ადგილი. იმ პარტიამ, რომელმაც დაიცვა თამაშის ყველა წესი, არ გამოიყენა არცერთი აკრძალული ილეთი, გამარჯვება მოიპოვა, ის გამარჯვება, რომელიც მას ეკუთვნის.

პირველად საქართველოს ისტორიაში თბილისში ჩატარდა მერის არჩევნები. ეგზიტპოლებზე დაყრდნობით, მე მაქვს პატივი, პარტიის სახელით მივესალმო თბილისის მოსახლეობის მიერ არჩეულ მერს - გიგი უგულავას. გიგიმ აიღო ორჯერ მეტი ხმა, იმისათვის რომ გახდეს თბილისის მერი, იმის გამო, რომ ჩვენი ხალხი არის უკიდურესად დამფასებელი და გონიერი ხალხი. ამიტომ დღეს მადლობა ეკუთვნის ყველა ჩვენს აქტივისტს, ყველა მოხალისეს, უკლებლივ ყველას, ვინც ხელი შეუწყო გამარჯვებას, მაგრამ მთავარი მადლობა და ქედის მოხრა, აღფრთოვანება და აღტაცება ქართულ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, თუ რა ღირსების, თავმოყვარეობის დემოკრატიის და განსაკუთრებული შეგნების საზოგადოება ჰყავს საქართველოს.

ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები. დღეს ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებდა. ჩვენ გამოცდა ხუთშაბათს, ხუთ ოქტომბერს ხუთიანზე ჩავაბარეთ.

მინდა მადლობა ვუთხრა არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობას, არამედ ბათუმლებს, გორელებს, რუსთაველებს, ზუგდიდლებს, ოზურგეთლებს, ცხინვალის და ზემო აფხაზეთის მოსახლეობას, სადაც არჩევნები ორგანიზებულად ჩატარდა. მინდა მადლობა ვუთხრა უცხოელ დამკვირვებლებს, ჟურნალისტებს, რომლებიც არჩევნებს აქტირად აშუქებდნენ.

ჩვენ მივხვდით, რომ მარტო არ ვართ, საქართველო მსოფლიო არენაზე გამოსულია.

საქართველო არის მთელი მსოფლიოს მხარდაჭერის, სიმპატიის და განსაკუთრებული ინტერესის სუბიექტი, რომელიც ქმნის თავისუფალი დემოკრატიის წარმატების მაგალითებს.

ჩვენ განსაკუთრებული მისია გვქონდა ამ არჩევნებზე და გვექნება შემდგომაც. ნამდვილი სამუშაო დღეიდან იწყება.

ჩვენ ჩვენს ხალხს დავპირდით, აღმშენებლობა გაგრელდება ბევრად დიდი ტემპით. ეს ამოცანა უნდა შევასრულოთ. ხალხმა იმის გამო მოგვცა გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე ორი წლის წინ, რომ საქმე დაიძრა, ასეა დემოკრატია - რაც მეტს აკეთებ, მოთხოვნაც მეტია.

დღეს ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს, ამიტომ ასჯერ მეტი საქმე გვმართებს. შედეგების გამოცხადების შემდეგ, საკრებულოს შევკრებთ, შემდეგ კი, მუშაობას შევუდგებით.

ჩვენ ჩვენი საზოგადოების წინაშე დიდი ვალი გვაქვს, საზოგადოების, რომელმაც ბევრი გაჭირვება ნახა, არავინ არ გვაპატიებს უმოქმედობას და პრობლემების გადაწყვეტას.

ხალხი ჩვენგან პრობლემების დაფიქსირებას კი არ ელის, არამედ საკითხების მოგვარებას, შედეგს და წარმატებას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)