Google+

რელიზები

09.03.2007
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საიმპერატორო სასახლეში უმასპინძლეს

იაპონიაში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მის მეუღლეს - სანდრა რულოვს იაპონიის იმპერატორმა და მისმა მეუღლემ საიმპერატორო სასახლეში უმასპინძლეს. იმპერატორი და პრეზიდენტი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილი ამ შეხვედრით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციას იაპონიაში გულთბილად უმასპინძლეს. „იმპერატორი და მისი მეუღლე სასიამოვნეო და მოკრაძლებული ადამიანები აღმოჩნდნენ, მათ საქართველოს მისამართით დიდი ყურადღება გამოიჩინეს, რითაც ძალიან გაკვირვებული და ნასიამოვნები ვარ"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტოკიოში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებს გამოეხმაურა. მის თქმით, არცერთ სეპარატისტულ არჩევნებს ასეთი ნეგატიური გამოხმაურება არ მოჰყოლია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დეფაქტო-აფხაზეთის ხელისუფლებას თავს საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის ზვავი დაატყდა. პრეზიდენტის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სწორი პოლიტიკური კურსი აქვს არჩეული. „თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში სეპარატისტების თავზე ზვავი წამოვიდა, ვფიქრობ, ამის შემდეგ, მათ ილუზია აღარ უნდა გაუჩნდეთ "- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საზღვარგარეთ ქართული ბრენდების პოპულარობაზე ისაუბრა. მან მაგალითად „სანტეს" ქართული მაწონი მოიყვანა, რომელიც ამომავალი მზის ქვეყანაში კარგა ხანია ცნობილია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული ტურიზმიც ასევე უნდა განვითარდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ერაყში ქართული სამხედრო კონტიგენტის გაზრდასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ ჯარისკაცთა რიცხვი ორიათასამდე მხოლოდ ერთი წლით გაიზრდება. „ერაყში ახლა რთულში ვითარებაა, ქართველებმა ყველას უნდა დავანახოთ, რომ უკან არ ვიხევთ და მზად ვართ ჩვენი პრინციპები ბოლომდე დავიცვათ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საააკშილმა.

ოაპონიაში ვიზიტისას საქართველოს პრეზიტდენტმა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სამუდამო განსასვენებლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტს უხერხულად მიაჩნია ასეთი საკითხების ერთპიროვნულად გადაწყვეტა. მიხეილ სააკაშვილმა ოჯახს ყველა ტექნიკურ საკითხში დახმარება შესთავაზა, მაგრამ გამსახურდიას სამუდამო განსასვენებლის პრობლემის მოგვარება ამ საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიას დაავალა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)