Google+

რელიზები

28.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტყიბულის რკინიგზის სადგური გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულს ესტუმრა, სადაც მინდელის სახელობის შახტა დაათვალიერა. საწარმომ ფუნქციონირება ერთი წლის წინათ საქინვესტის დაფინანსების წყალობით დაიწყო. დღესდღეობით შახტაში, დაახლოებით, 500 ადამიანია დასაქმებული.

"3 წლის წინათ გვითხრეს, რომ ამ შახტის აღდგენის შანსი არ არსებობდა. ტყიბულის ნორმალურ ქალაქად გადაქცევაც ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა. საქართველოს მთავრობამ სწორედ მაშინ შეადგინა ბიზნესგეგმა, რომელიც დღემდე წარმატებით ხორციელდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი მატარებლით ტყიბულის ახლადგარემოტებული რკინიგზის სადგურიც გახსნა და წლების წინათ შეჩერებული სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინა.

"როდესაც რუსეთმა ოთხჯერ გაგვიძვირა გაზი, ერთი მხრივ, ეს დიდი უბედურება იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ცემენტის წარმოებისთვის ტყიბულის ქვენახშირი მომგებიანი გახდა. ამას დაემატა სახელმწიფო სუბსიდია, დაემატა ისიც, რომ მეწარმეებისთვის გზა გამოვიყვანეთ და ბედნიერი ვარ, რომ გზა თერჯოლიდან უკვე შემოდის. ტყიბულში დღეს პირველი მატარებელი შევიყვანეთ და უახლოესი კვირების განმავლობაში ის პირდაპირ შახტაში შევა. ამას გარდა, ჭიათურაში ვაკეთებთ სკოლას, რომელიც ტყიბულისათვის და ჭიათურისათვის მაღაროელებს მოამზადებს ", - განაცხადა მიხეილ საააკშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)