Google+

რელიზები

20.07.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ მახარაძემ ჯილდო თავად საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი თარიღი საგანგებოდ აღნიშნა და განაცხადა: „მას შემდეგ, რაც აჭარაში რევოლუცია მოხდა და აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, სამი წელი გავიდა. ეს მღელვარება ჩვენ ყველამ ერთად განვიცადეთ. ეს ისტორიული წუთები ყველამ ერთად გადავიტანეთ. მას შემდეგ, თითოეულ დღეს აჭარაში ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს იყო განვითარების, აღმასვლის, ახალი ქართული სამოქალაქო მენტალიტეტის დამკვიდრების განსაკუთრებული შემთხვევა. ეს არის ნიჭიერი ადამიანების რეგიონი. რეგიონი, რომელიც სანიმუშოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ძალიან ბევრი პოსტ-საბჭოთა ქვეყნისათვის. ვფიქრობ, რომ თქვენ მთელ შავ ზღვაზე კონკურენტი არ გყავთ. აჭარას ჰყავს გამორჩეული მოქალაქეთა ჯგუფი, მისი პარლამენტის სახით".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)