Google+

რელიზები

13.08.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კანონიერი ქურდების ქონება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს გადასცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაბა ურეკში მდებარე თხუთმეტ მილიონ დოლარად შეფასებული სახლები, რომლებიც კანონიერ ქურდებს კალაშოვსა და მდინარაძეს ეკუთვნოდათ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს გადასცა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ სახლებში ის ძალოვანები გაივლიან რეაბილიტაციის კურსს, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ.

„ეს სახლები უნდა გადავაქციოთ სანატორიუმებად, რეაბილიტაციის ცენტრებად. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაჭრილი პოლიციელები და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები აქ უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯზე დაისვენებენ. მე ზემო აფხაზეთში ვნახე ჩვენი ოფიცრები, რომლებიც არიან მზადყოფნაში და შესაბამისად აღჭურვილნი, აქვთ საოცარი ღირსების განცდა. რა თქმა უნდა ამ ხალხს სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობა და დაფასება სჭირდება" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)