რელიზები
15.08.2007
საქართველოს პრეზიდენტის წერილი ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელს ბატონ დავით აქუბარდიას
ბატონო დავით,
ჩვენი ქვეყნის არსებობის ფუნდამენტური საფუძველია სიტყვისა და, შესაბამისად, მასმედიის თავისუფლება. სწორედ ამ ფასეულობას იცავს და უდგას გარანტად ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღებული კანონებით საქართველომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა მედიის თავისუფლების საკანონმდებლო უზრუნველყოფით.
ამავე დროს, საქართველო იმყოფება მნიშვნელოვანი ეკონომიკური აღმავლობის ეტაპზე. კერძო სექტორის განვითარებისა და პრივატიზაციის წარმატებით მიმდინარე პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებსა და დამატებით კაპიტალს საქართველოში ეკონომიკური დოვლათისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
სამწუხაროა, რომ სრულიად კანონიერი და ჩვენი ქვეყნისათვის ეკონომიკურად გამართლებული პროცესების შედეგად თქვენი ტელევიზია დარჩა სამუშაო ფართობის გარეშე, რამაც გამოიწვია თქვენი მაუწყებლობის შეფერხება. შექმ6ილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ თქვენ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოთ მუშაობის ჩვეული რიტმის აღდგენა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოთ თანხა თქვენი ახალი ოფისის ექვსი თვის ქირით უზრუნველსაყოფად.
ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება მოგცემთ საშუალებას შეუფერხებლად გააგრძელოთ საქმიანობა და დაუბრუნდეთ საკუთარ ტელემაყურებელს.
გისურვებთ წარმატებას.
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
პრესსამსახური