Google+

რელიზები

24.09.2007
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა განცხადება გააკეთა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. ცესკო-ს წევრობაზე განაცხადები შეიტანეს დავით გურგენიძემ, ზაალ ზაალიშვილმა, ირაკლი კვარაცხელიამ, დავით კირთაძემ, ლაშა კუჭავამ, პაატა მანჯგალაძემ, შოთა მინდელმა, ზურაბ ოზგებიშვილმა და მერაბ ჩაკვეტაძემ, ხოლო ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე განაცხადი სამმა მსურველმა - გიორგი გვაჯაიამ, ბაჩუკი ბახტაძემ და ლევან თარხნიშვილმა შეიტანა. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა გააკეთა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შექმნილია შესარჩევი საკონკურსო კომისია, რომელიც 29 სექტემბრამდე პრეზიდენტს წარუდგენს თითო თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატს. დადგენილი სამი კანდიდიტიდან პრეზიდენტი შეარჩევს ორს და პარლამენტს დასამტკიცებლად 6 ოქტომბრამდე წარუდგენს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)