Google+

რელიზები

29.09.2007
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ზემო აფხაზეთში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილის მიერ წამოყენებული ბრალდებები უარყო და მათ აბსურდული უწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ნათლად აღნიშნა, რომ ხელშეუხებელი ადამიანები არ არსებობენ.

„ჩემთვის ადამიანურად ძალიან მძიმეა ის, რაც ოქრუაშვილმა გააკეთა. უკვე შეჩვეული ვარ ყველანაირ ბრალდებებს ჩემი და ჩემი ახლობლების მიმართ, მაგრამ ოქრუაშვილი არის ის კაცი, ვინც ზუსტად იცის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, განსხვავებით იმ ადამიანებისაგან ვინც ეს დაიჯერა.

ამ კაცმა დაგვაბრლა ის, რის წინააღმდეგაც მე ვილაშქრებ - ეს არის ნათესაური, კლანური, კორუფციული გარიგებები. მან კარგად იცის, რომ ეს ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპია. დაგვაბრალა ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მიუღებელია. დაგვაბრალა ის, რაც არასდროს გაგვიკეთებია და რასაც არასდროს გავაკეთებთ.

პირადად მან ეს კარგად იცის.

არავინ არ დააბრალოს პრეზიდენტს სასამართლოზე გავლენის მოხდენა და ამ პროცესში ჩარევა!

ყველაფერი სასამართლოს გადასაწყვეტია. კონსტიტუციითა და კანონით უფლება არ მაქვს მათ საქმეში ჩავერიო.

ერთი რამ დაიმახსოვროს ყველამ - თუ ადამიანი მოიპარავს ფულს, თუ ადამიანი ზიანს მიაყენებს ჩვენს სახელმწიფოს, თავზე ხელს აიღებს და მიმართავს შანტაჟს, სამართალი მაინც აღსრულდება და სახელმწიფო თავის როლს შეასრულებს.

შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი ვიყავი. იქიდან წამოსვლისას, ჯიბეში ასი ლარი მქონდა. ნაციონალური მოძრაობის ოფისი რომ ვიქირავეთ, ქირის გადასახდელად ორმოცდაათ-ორმოცდაათ ლარს ვაგროვებდით მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც ახლა პარლამენტში სხედან. მინდა უბრალოდ დავსვა კითხვა: რანაირად უნდა გაეკეთებინათ ჩემს მთავრობაში, ჩემი პრეზიდენტობის დროს მილიონობით ფული? ეს არის ნათელი გაკვეთილი ჩემთვის და ყველასთვის - ხელშეუხებელი ადამიანები და შეუმოწმებელი ტერიტორიები არ უნდა არსებობდეს და აღარასოდეს არაღარ იარსებებს. ასეთია ჩემი მმართველობა.

დღეს საქართველოში ყველას შეუძლია ის ილაპარაკოს, რაც უნდა და როგორც უნდა, მაგრამ ეს ვერ დააშანტაჟებს იმ ხალხს, ვისაც სინდისი აქვს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)