Google+

რელიზები

09.10.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავალებები მისცა

დანიაში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ პეტრე ცისკარიშვილს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მას რთველის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ყურძნის მოსავლის, დაახლოებით, 75 პროცენტი უკვე დაბინავებულია. პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ღვინის ქარხნებს, ბაზრების მოძებნაში დაეხმარება და შესაბამისი რეკლამით უზრუნველყოფს, თუმცა მათ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ყურძნის მიღების ვალდებულება უნდა იკისრონ.

შეხვედრის მეორე თემა ზამთრის პროგრამა - სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგება იყო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველა გაჭირვებულ ოჯახს, პედაგოგებს, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს საკონპენსაციო თანხა გამოეყოფა.

მოსახლეობას სულ 35 ათასი ტონა ფქვილს დაურიგებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაუჩერების ბეჭდვა დაწყებულია და თბილისში მათი დარიგება ორშაბათიდან დაიწყება.

"მსურს ღვინის ქარხნების მეპატრონეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ საგანგებოდ დავეხმარებით ბაზრების მოძიებასა და პროდუქციის რეკლამირებაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ბევრი თანხა არ დაეხარჯოთ, რათა ღვინო სხვადასხვა ბაზარზე გაიტანონ. აქედან გამომდინარე, მათ თამამად შეუძლიათ მიიღონ ყურძენი, ქართული სახელმწიფო კი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათ ეს ღვინო არ ჩაუწვეს. ჩვენთვის ამ რთველის ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უმნიშვნელოვანესი საკითხია, კახეთისთვის კი ამ რთველს საარსებო და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო სუბსიდიების პროგრამას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: "ჩვენ ყველაფერი უნდა უზრუნველვყოთ იმისათვის, რომ ზამთარში არავის არ ციოდეს და არავის არ შიოდეს. ამიტომ ბუნებრივია, თბილისში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადისთვის 50-50 ლარი უნდა გამოვყოთ. რეგიონებში კი ელექტროენერგიის საკონპენსაციო თანხა უნდა დავარიგოთ და ამას გარდა, თითო ოჯახს თითო ტომარა ფქვილი დავურიგოთ. ეს პროცესი უნდა გავაკონტროლოთ, რათა ეს სუფსიდია ყველას დავუფინანსოთ და კუთვნილი ვაუჩერი ყველამ მიიღოს".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)