Google+

რელიზები

11.10.2007
მიხეილ სააკაშვილი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკას ეწვია და ფინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთის პოლიტიკურ წრეებს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სანაკოევი როგორც ყოფილი სეპარატისტი ისე წარუდგინა და აღნიშნა, რომ იგი დღეს მშვიდობიანი გზით ალანდის კუნძულების მსგავსად ცდილობს რეგიონი ავტონომიად აქციოს. „ჩემს დეგელაციაში მყოფი სანაკოევი სეპარატისტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა. ახლა კი, საკუთარი თვითმყოფადობის დაცვას ფართო აფტონომიის ფარგლებში ცდილობს. რუსეთი ამ პროცესებში აშკარად არაკონსტრუქციულია. ყველაზე ცუდი კი სტატუს-კვოს შენარჩუნებაა. პროცესი აუცილებლად უნდა დაიძრას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინეთი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრები ფინეთის პრეზიდენტთან ტარია ჰალონენთან უკვე გამართა. ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნისგან საქართველომ სრული მხარდაჭერის პირობა მიიღო.

ფინეთის პრეზიდენტთან ოფიციალურ შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტს დახვედრა ფინეთში მცხოვრებმა ქართველებმა მოუწყვეს ფინეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილს იქ მცხოვრები ქართველები და მათი ფინელი მეგობრები „თბილისოს" სიმღერით შეხვდნენ.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ფინეთის ეროვნული გმირის მარშალ მანერჰეიმის საფლავი და გმირთა ჯვარი გვირგვინით შეამკო. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ეროვნული გმირის საფლავიდან მიმართა და განაცხადა, რომ თუ ადამიანებს თავიანთი ქვეყანა უყვართ, არაფრის არ უნდა ეშინოდეთ.

„დღეს საბჭოთა კავშირი არ არის და ხვალ რომ ვინმე დაგვესხას თავს, ჩვენ 250 ათას კაცს გამოვიყვანთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანს. ასე რომ, არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. როცა ხალხს უნდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა და აქვს უნარი რომ გაერთიანდეს, არ არსებობს ძალა მსოფლიოში, ამ ხალხის მაგალითზე, რომელიც მას დაამარცხებს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)