Google+

რელიზები

25.12.2007
ნინო ბურჯანაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ფოლკლორულ კონცერტს დაესწრო

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე სპორტის სასახლეში გამართულ ფოლკლორულ კონცერტს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტის ფარგლებში ქართული ფოლკლორის მხარდამჭერი საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

„ქართული ფოლკლორის მხარდამჭერი საპრეზიდენტო პროგრამის შექმნას სამი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. პროგრამის ფარგლებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ 260 ფოლკლორულ ანსამბლს 6000-ზე მეტი ქართული, ეროვნული სამოსი და მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, მისი მეშვეობით შევძლებთ მომავალ თაობებს ქართული სიმღერის არაჩვეულებრივი ჟღერადობა და ქართული ცეკვის ცეცხლი შევუნარჩუნოთ.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს იმ მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის, რომელსაც ის ქართული ფოლკლორის მიმართ ყოველთვის იჩენდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, 2008 წლის ბიუჯეტში საპრეზიდენტო პროგრამის განხორციელების ხელშესაწყობად დამატებითი თანხების გამოყოფაა გათვალისწინებული.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)