Google+

რელიზები

28.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ახალგაზრდა მეცნიერთა საზეიმო დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს „შერატონ მეტეხი პალასში" პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის მიმღებ ახალგაზრდა მეცნიერთა საზეიმო დაჯილდოებას დაესწრო.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სახელმწიფომ ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად გამარჯვებული სტიპენდიანტებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოვლენა შეძლოს. მნიშვნელოვანია, რომ მიმართულებები სწორად შეირჩა და ისინი ნათლად ასახავენ ჩვენს პრიორიტეტებს. ვფიქრობ, იმ საუკეთესო ტრადიციებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, აუცილებლად შევინარჩუნებთ და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის სასიკეთოდ თქვენი ნიჭის და ენერგიის გამოვლენის შესაძლებლობა გქონდეთ. სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ 2008 წელს ინდივიდუალური სამეცნიერო პროექტის ფარგლებში ჩაატარონ კვლევები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორუმებში და შეიძინონ სამეცნიერო და საოფისე აპარატურა.

2008 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით დაფინანსდება: ქართველოლოგიური მეცნიერებები; ჰუმანიტარული,ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები; მათემატიკა, მექანიკა, ტელეკომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო; სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები; საინჟინრო მეცნიერებები და მაღალტექნოლოგიური მასალები; აგრარული მეცნიერებები.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)