რელიზები
04.01.2008
ნინო ბურჯანაძე სამების საკათედრო ტაძარში გამართულ ღვთის სამადლობელ პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს დაბადების 75 წლისთავი მიულოცა და სამების საკათედრო ტაძარში გამართულ ღვთის სამადლობელ პარაკლისს დაესწრო.
დღესვე სამების საკათედრო ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი მოაბრძანეს, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში იყო დაბრძანებული.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური