Google+

რელიზები

19.02.2008
საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოს რაიონიდან გატაცებულ ჯაბა ტყეშელაშვილს შეხვდა

ორი დღის წინ წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითიდან გატაცებული 21 წლის ჯაბა ტყეშელაშვილი გაათავისუფლეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯაბა ტყეშელაშვილსა და მის დედას კანცელარიაში შეხვდა.

„რამდენიმე წელია ჩვენ საქართველოში აღარ გვქონია გატაცების ფაქტები. კრიმინალებმა წარმოიდგინეს, რომ ჩვენ მოვეშვით, იფიქრეს ამინისტია გამოვიდა და სწორე ახლა არის დრო, მთავრობა ვეღარ იმოქმედებს. ჩვენ ძალიან შევშფოთდით. მათ ეს რომ გამოსვლოდათ, ძალინ ცუდად იქნებოდა საქმე. ამას საზღვარი აღარ ექნებოდა. კრიმინალებმა მინდა იცოდნენ, ტყუილად აქვთ იმედი, რომ ისინი ჩემი პრეზიდენტობის ვადაში ითარეშებენ. კანონიერი ქურდების ოჯახის წევრები, ნათესავები 5 იავარს ყველა დაირაზმა იმისათვის, რომ ჩემთვის ხმა არ მოეცათ. მათთვის ეს იყო გადამწყვეტი ბრძოლა. მათი აზრით, არ იქნებოდა სააკაშვილი, ყველაფერი დაბრუნდებოდა უკან. მთ უნდა იცოდნენ, რომ არის სააკაშვილი და მათ არ გავახარებთ. ეს არის მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა გაიგოს. ახლა მთავარია, რომ ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გატაცებულის დედამ საქართველოს პრეზიდენტს და შინაგან საქმეთა მინისტრს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)