Google+

რელიზები

31.03.2008
საარჩევნო სიახლენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი

I.თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი

1.მისია

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (შემდგომში -სამუშაო ჯგუფის) ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად საქართველოს მთავრობის მოქმედებების გაძლიერება. სამუშაო ჯგუფი მოწოდებულია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირებს შორის იმ ინფორმაციის კოორდინირებულ გაცვლას, რომელიც 2009 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

არჩევნების ორგანიზების და ჩატარების პასუხისმგებლობა დამოუკიდებელ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო და საუბნო კომისიებთან ერთად აკისრია. სამუშაო ჯგუფი არ იჭრება ცესკო-ს კომპეტენციაში.

სამუშაო ჯგუფის მანდატია:

  • ხელი შეუწყოს არჩევნებთან დაკავშირებულ შუამდგომლობებზე სწრაფ რეაგირებას საქართველოს მთავრობის კოორდინირებული ძალისხმევით;
  • იყოს საკონტაქტო პირი დაინტერესებული ჯგუფებისათვის განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად;
  • შექმნას სამუშაო გარემო დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების განსახორციელებლად რეკომენდაციების შესამუშავებლად.

2. გამოცდილება

სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების ხელსესაწყობად. სამუშაო ჯგუფმა კოორდინაცია გაუწია შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების აქტოვობებს, თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. სამუშაო ჯგუფმა მრავალი შეხვედრა ჩაატარა და გამოსცა შვიდი ბიულეტენი "საარჩევნო სიახლენი". სამუშაო ჯგუფის შექმნა და მისი საქმიანობა დადებითად შეფასდა ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ.

3.შემადგენლობა

სამუშაო ჯგუფის წევრები არიან:

  • ნიკა გვარამია, იუსტიციის მინისტრი
  • დავით ტყეშელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში
  • თინათინ ბურჯალიანი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
  • ეკატერინე ზღულაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადილე
  • სერგი კაპანაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
  • შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი
  • თინათინ გოლეთიანი, გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.

4.საქმიანიობის პრინციპები

სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობაში შემდეგი პრინციპებით ხელმძღვანელობს:

  • გამჭირვალობა - სამუშაო ჯგუფი ღიაა ფართო საზოგადოებისთვის
  • მიუკერძოებლობა - სამუშაო ჯგუფი მოქმედებს ნეიტრალური ორგანოს სახით
  • ჩართულობა - სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა მოიცავს ყველა იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული და იგი ღიაა თანამშრომლობისთვის ყველა შესაბამის ინტერესთა ჯგუფთან
  • ეფექტურობა - სამუშაო ჯგუფის წარმომადგნელობითობა, მის მცირერიცხოვნობა ერთად, ანიჭებს მას საჭირო მოქნილობას, პრობლეემურ საკითხებზე სწრაფი და ადეკვატური ზომების რეაგირებისა და პრევენციის შესაძლებლობას
  • ანონიმურობა - სამუშაო ჯგუფი იცავს პირთა პერსონალურ ინფორმაციას.

5.სამიზნე ჯგუფები

სამუშაო ჯგუფი თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაცოებთან:

  • სადამკვირვებლო მისიები
  • დიპლომატიური მისიები
  • არჩევნების სფეროში გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები
  • საერთაშორისო ორგანიზაციები
  • პოლიტიკური პარტიები
  • სახალხო დამცველი
  • პარლამენტი
  • ჟურნალისტები.

6.სამუშაო ჯგუფის საქმიანობა მოიცავს დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრებს, ისევე როგორც ინფორმაციის გავრცელებას ორენოვანი ბიულეტენის "საარჩევნო სიახლენის" მეშვეობით.

7. სამუშაო ჯგუფის საკონტაქტო ინფორმაცია:

სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე:

<http://www.president.gov.ge/ITF_G.html>

საკონტაქტო პირი: ელენე აგლაძე, სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: iatf@iatf.gov.ge <mailto:iatf@iatf.gov.ge>

ტელ: + 995 99 501 858

+ 995 32 28 77 89

II ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში

საქართველის პარლამენტმა არჩევნების საკანონმდებლო ბაზის გასაუმჯობესებლად მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში.

ცვლილებები მიზნად ისახავს: (1) პარლამენტის წარმომადგენლობითობის ზრდას, მასში უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრის წარმოდგენით, და (2) არჩევნების გამჭვირვალების ხარისხის გაზრდას, საარჩევნო ადმინისტრაციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის გაზრდის, დასმკვირვებლებვისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნისა და და საარჩევნო პროცედურების გამარტივების გზით.

განხორციელებული ცვლილებები შეესაბამება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავროებო ორგანიზაციების მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს.

ცვლილებში აგრეთვე გათვალისწინებულია 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ადმინისტრირებისა და სასამართლოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვისას მიღებული გამოცდილება.

ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგს:

1.საარჩევნო ბარიერი დაწეულ იქნა 7%-დან 5%-მდე

ეს ნაბიჯი გააუმჯობესებს არჩევნებში მონაწილე პარტიების შესაძლებლობას იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში.

2.საპარლამენტო არჩევნების თარიღი გადმოტანილ იქნა შემოდგომიდან გაზაფხულზე, ეს მოთხოვნა, რომელიც თავიდან ოპოზიციას ეკუთვნოდა, ამომრჩეველთა მიერ 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტზე იქნა გამოხატული.

3.დამატებითი სიები და არჩევნების დღეს რეგისტრაცია გაუქმდა.

4.პარლამენტში 150 ადგილის თანაბარი განაწილება 75 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 75 მაჟორიტარს შორის.

4.1.2003 წლის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირებას. ამის შედეგად, 2005 წელს მიღებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებმაც განსაზღვრეს 150 როგორც შემდეგი პარლამენტის წევრთა რაოდენობა. 100 პარლამენტის წევრი პროპორციული სისტემით უნდა ყოფილიყო არჩეული, 50 კი მაჟორიტარული სისტემით. პარტიათაშორისი შეთანხმების მიხედვით, 50 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ყოფილიყო არჩეული რეგიონალური სისტემით, თუმცა მაშინვე არ იყო მიღწეული შეთანხმება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად როგორ უნდა მომხდარიყო ამ 50 მაჟორიტარის არჩევა. (დროებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2006 წელს).

4.2.მაჟორიტართა რიცხვის უკანასკნელი ცვლილების მიზეზი ოპოზიციის მიერ შესაბამისი პარლამენტის სხდომების ბოიკოტია. როგორც საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, საქართველოში არჩევნების სტანდარტის ასამაღლებლად აუცილებელი იყო საარჩევნო სისტემაში არსებითი ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი იყო დეპუტატთა ორი მესამედის შეკრება. ოპოზიციის ბოიკოტის გამო, ეს შეუძლებელი გახდა მაჟორიტარ დეპუტატთა მხარდაჭერის გარეშე, მათ შორის იმ მაჟორიტართა, რომლებიც არ არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრნი. ამ მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოითხოვეს პარლამენტში მაჟორიტარული ადგილების რაოდენობის ზრდა ცვლილებათა მთლიანი პაკეტის მხარდაჭერის სანაცვლოდ. ცვლილებათა პაკეტი დამტკიცებულ იქნა 165 მხარდამჭერი ხმით, პარლამენტის 235 წევრიდან.

4.3.ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იყოფა 75 რაიონად, რაც განაპირობებს მაჟორიტარულ ოლქთა რაოდენობას. მაჟორიტართა რიცხვის 50-დე დაწევა მოითხოვდა 50 ახალი საარჩევნო ოლქის შექმნას.

5.საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრთა რაოდენობა 5-დან 13-მდე გაიზარდა, ოპოზიციის მოთხოვნის შედეგად. აქედან ექვსი კომისიის წევრი ინიშინება ოპოზიციური პარტიების მიერ - ისევე როგორც ცესკო-სა და საუბნო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც უკვე შედგებიან 13 წევრისაგან.

6.საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება გაიზარდა: მათ მიეცათ უფლებამოსილება შეაჯამონ უბნებზე მიცემული ხმები და გააბათილონ არჩევნების შედეგები ცალკეულ უბნებზე.

7.საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები ხელმისაწვდომი გახდა დამკვირვებლებისათვის და არჩევნებში მონაწილე მხარეების წარმომადგენლებისთვის. ამასთან, მოქმედი წესი გაითვალისწინებს 3600 საარჩევნო უბნიდან ერთდღიანი ჩანაწერების მიწოდების ლოგისტიკურ სირთულეს: მოთხოვნაში უნდა მიეთითოს კონკრეტული დროის მონაკვეთი, რომლისთვისაც არის საჭირო ჩანაწერის მიწოდება.

8.არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი ხელმოწერების რიცხვი დაწეულ იქნა 50000-დან 30000-მდე, რაც ამომრჩეველთა 1%-ს შეადგენს.

9.ხელმოწერების შეგროვების მოთხოვნა მაჟორიტარი კანდიდატებისთვის გაუქმდა.

10.ოქმის მოთხოვნები გამარტივდა, შეჯამების პროცესის გასაუმჯობესებლად.

11. საჩივრების შეტანის და გასაჩივრების პროცედურები გამარტივდა (მუხლი 77.)

11.1.სასამართლოებსა და კომისიებში პარალელური გასაჩივრების მექანიზმი გაუქმდა საჩივრის განხილვის ერთიანი პროცედურის შემუშავების გზით: ყველა საჩივარი კონკრეტული კომისიის მიმართ თავდაპირველად წარედგინება ზემდგომ კომისიას (საუბნოდან საოლქოში; საოლქოდან ცესკო-ში), შემდეგ კი პირდაპირ სასამართლოში. კენჭისყრის შეჯამებასთან დაკავშირებული პროცედურები წარმოადგენენ ამ წესიდან გამონაკლისს და საჩივრდებიან მხოლოდ პირდაპირ სასამართლოში.

11.2.კანონი ახლა აძლევს მომჩივანს შესაძლებლობას გაასწოროს საჩივრის ტექნიკური ხარზევი კომისიის მიერ განსაზღრულ დროის გონივრულ მონაკვეთში.

11.3.საჩივრების პროცედურის მარეგულირებელი მუხლი შეიცვალა კანონის წინა რედაქციაში არსებული საჩივრებთან დაკავშირებული ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით.

12. განხორციელდა საჩივრების განხილვის და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადების ჰარმონიზაცია.

13. კანონი ამჟამად არჩევნებთან დაკავშირებულ თანაბარ უფლებებს ანიჭებს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

14. კანონში უფრო ნათლად არის წარმოდგენილი დებულებანი, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უკავშირდება: თანამდებობის პირთა უფლებებს მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კამპანიაში და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული წესების დარღვევებზე სანქციებს. (მუხლი 73)

15. საქართველოს მთავრობისათვის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნდობის გამოცხადების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესშია.

III ინფორმაცია საზღვარგარეთ კენჭისყრის შესახებ

საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. ამისათვის სამინისტრო შემდეგ ზომებს ახორციელებს:

1)მიმდინარეობს საზოგადოების ინფორმირების აქტიური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის განმარტებების მიცემას საკონსულოში დარეგისტრირების თაობაზე, რათა მათ შესძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამ ინფორმაციის გავრცელება მიმდინარეობს საკონსულოების, საელჩოების, მედიის, საჯარო ღონისძიებებისა და დიასპორის მეშვეობით.

2) აქტიური დიპლომატიური ძალისხმევა, რათა გაიხსნას დამატებითი უბნები იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობს საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა და სადაც დამატებითი უბნების გახსნა საჭიროა სახელმწიფოს დიდი ტერიტორიის გამო (რუსეთის ფედერაცია, აშშ).

3)საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრეთვე სწავლობს დამატებითი უბნების გახსნის შესაძლებელობას, მაგალიტად უნგრეთში, ყაზახეთსა და საფრანგეთში.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)