რელიზები
01.04.2008
საქართველოს პარეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება
1 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ბუქარესტში გაემგზავრება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, დეპუტატები კოტე გაბაშვილი და ნიკა რურუა გაემგზავრებიან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ხვალ დაიწყება და 4 აპრილამდე გაგრძელდება.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი „ბუქარესტის კონფერენციის" გვიანი ღამის სესიას დაესწრება და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
2 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდა ატლანტისტთა სამიტზე სიტყვით გამოვა.
3 აპრილს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა როგორც ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამუშაო ლანჩზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ნატო-ს არაწევრ ISAF-ის კონტრიბუტორ ქვეყნებთან შეხვედრაზე.
სამიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.
მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტის ტრაიან ბასესკუს სახელით გამართულ კულტურულ ღონისძიებებსაც დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური