Google+

რელიზები

17.05.2008
მთავრობის სხდომა ზუგდიდში პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღავნელობით გაიმართა

მთავრობის გასვლითი სხდომა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღავნელობით, ზუგდიდში გაიმართა.

სხდომას კაბინეტის წევრების გარდა რეგიონების რწმუნებულებიც ესრწებოდნენ; განსახილველ საკითხთა შორის იყო საკითხები, რომლებიც უკავშირდება სოციალური თემატიკას, გზების რეაბილიტაციას, ბათუმი ბარაკების გარეშე პროგრამის სხვა რეგიონებშიც გახორცილებას.

პრეზიდენტი მინისტრებისგან სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და მთავრობის წევრებს კონკრეტული დავალებები მისცა. სხდომაზე განსაკურებული აქცენტი კონფლიქტურ რეგიონებზე გაკეთდა.

სააკშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდის აღიარებისთვის გაეროს 15 წელი დასჭირდა.

"დღემდე ზედმეტი თავის ტკივილი არავის სჭირდებოდა, თუმცა ახლა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პრობლემით დაინტერესდა. 15 წელი დასჭირდა გაეროს იმისათვის, რომ აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდა ეღიარებინა და არ მესმის, ამან რუსეთი რატომ გააღიზიანა. ლავროვს რატომ უნდა დაერეკა 30 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის და რატომ არ აწყობთ ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნება, არ მესმის", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს ერთ-ერთ ქართულ ტელეკომპანიას შეცდომა მოუვიდა, როცა გადასცა, რომ აფხაზეთიდან 250 ათასი ქართველი გამოაძევეს.

"აფხაზეთიდან 500 ათასი ადამიანი გამოაძევეს, არა მარტო ეთნიკური ქართველები, არამედ ბერძნები, ებრაელები და ყველა ის ადამიანი, რომელთათვისაც აფხაზეთი ისეთივე სამშობლოა, როგორც ქართველებისთვის. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მისცა დავალება, არ დაუშვან აფხაზეთში უკანონო ინვესტიციის განხორციელება.

"საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს თემას, როგორც იქნა, სამართლიანად განიხილავს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობას, მაგრამ, ამავე დროს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ვავალებ, არ დაუშვან არც ერთი უკანონო ინვესტიციის განხორციელება აფხაზეთში! არ დაუშვან იქ არც ერთი ქართველის სახლისა და მიწის ნაკვეთის უკანონო გასხვისება, რადგან ეს არის საქართველოს მოქალაქების კანონერი საკუთრებაა, რომელიც მათ უნდა დაიბრუნონ უახლოეს მომავლაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"რთველი - 2008" მევენახეებისთვის და არა ღვინის კომპანიებისთვის ჩატარდება, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პირობები.

"შარშან რამდენიმე ძლიერი ღვინის კომპანია შეთანხმდა და ყურძნის ფასი ხელოვნურად ერთ ლარამდე დასწია. წელს ასე არ უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ყურძნის მაღალი ფასი. ეს არის ჩემი დაპირება მევენახეებისადმი და ამის შესასრულებლად მთავრობამ დღე და ღამე უნდა იმუშაოს", - განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ისევ მძაფრად დგას უმუშევრობის პრობლემა. მისი შეფასებით, მთავრობის 50-დღიანმა პროგრამამ ქვეყანა ფეხზე დააყენა, თუმცა ახლა საჭიროა 50-თვიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოში არც ერთი უმუშევარი აღარ იქნება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)