Google+

რელიზები

18.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისში სპილენძის საბადო გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლნისში ჩავიდა და 21-ე საუკუნის პირველი ქართული საბადო გახსნა. პირველ ეტაპზე აქ 500 ადამიანი დასაქმდება, მათ შორის ისინი, რომლებმაც პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში პროფესიული გადამზადების 3-თვიანი კურსი გაიარეს. ცენტრის კურსდამთავრებულებს, ელექტროდანადგარების სამონტაჟო სამუშაოების ოსტატებს, სერთიფიკატები მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადასცა.

"დღევანდელი დღე ჩემთვის დიდი პატივია. 30 წლის განმავლობაში საქართველოში ახალი კარიერი არ გახსნილა. ამ პერიოდის შემდეგ ჩვენ, ყველამ ერთად, ჩვენ პირველი კარიერი გავხსენით. მთავარი მიღწევა არის ის, რომ 50-60 წელს გადაცილებული ხალხი გადამზადდა - საქართველოში ყველა ასაკის ადამიანები გადიან გადამზადებას, ყველა ასაკის ადამიანებისთვის არის სამუშაო და იქნება ყველასთვის, ვისაც უნდა და შეუძლია მუშაობა. ასეთი საბადოები და საწარმოები კიდევ ბევრი გაიხსნება, მაგრამ თქვენ პიონერები ხართ. ჩვენ კერძო ბიზნესთან ერთად მოგცემთ ამ პროფესიებს. შემდეგ კი უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება სად იმუშავებთ. მთავარია, რომ ეს სერთიფიკატები გექნებათ და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. უმთავრესი ის არის, რომ საკუთარი ოჯახების რჩენა შეგიძლიათ. მინდა, მოგილოცოთ 30 წლის შემდეგ პირველი ქართული კარიერის, საბადოს გახსნა, მინდა გისურვოთ წარმატება პირად ცხოვრებასა და შრომით საქმიანობაში. ასევე თითოეულ ჩვენგანს ვუსურვებ წარმატებას საქართველოს ფეხზე დაყენების საქმეში. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ სიღარიბე, ერთად უნდა გადავლახოთ ის პრობლემები, რომლებიც დღეს გვაქვს და უკეთეს საქართველოში ვიცხოვროთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ საწარმოს ხელმძღვანელობას, ისინი ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტები არიან და თუკი მსგავსი ხალხი მომრავლდება, საქართველოს ბევრად უკეთესი მომავალი ექნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)