Google+

რელიზები

18.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლადგარემონეტებული კინო-თეატრი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ნაძალადევის რაიონში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მერაბ სამადაშვილთან ერთად, ახლადგარემონეტებული კინო-თეატრი "საქართველო" გახსნა. ღონისძიებაზე გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც თავად კინოთეატრ "საქართველოს" ისტორიას ასახავდა.

პრეზიდენტმა ასევე გურამიშვილის სახელობის აღდგენილი გამზირი დაათვალიერა. როგორც მან მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, არც ერთ კონკრეტულ პერიოდში ამდენი არ გაკეთებულა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობისათის, რამდენიც ბოლო დროს.

"მაგრამ მთავრობას მეტი უნდა მოვთხოვოთ და ათჯერ უფრო სწრაფი ტემპით ვიაროთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)