Google+

რელიზები

20.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ეკლესია დაათვალიერა

მიხეილ სააკაშვილმა ბარცხანის დასახლებაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ეკლესია დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მეუფე დიმიტრის ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტი ქალაქთან ახლოს ერთ-ერთ ახლად გარემონტებულ საბავშო ბაღსაც ეწვია და იქ შექმნილი პირობებით დაინტერესდა.

გამომგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტმა ზღვისპირა ბათუმში გაისეირნა და უფროსი თაობის ბათუმელებს საჭადრაკო კლუბთან გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ხვალინდელი დღის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა,რომ არჩევნები მშვიდად, ორგანიზებულად და თავისულფლად უნდა ჩატარდეს.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ავტოქარხნის დასახლებაში მივიდა, სადაც მღვდელმოწამე დოსიდეოს სახელობის ეკლესიის გახსნას დაესწრო. ახალი ტაძარი მეუფე კალისტატემ აკურთხა და საქართველოს პრეზიდენტს მღვდელმთავრ დოსიდეოსის ხატი საჩუქრად გადასცა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)